
20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ცესკოს ინფორმაციით, უბნებზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგზე ითქვა, რომ 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია.
დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოების არჩევნები ჩატარდა. არჩევნები 64 მუნიციპალურ ოლქში გაიმართა.