
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მატივე ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ კომერციული სექტორის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.