ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველო შაბათს „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს.
როგორც მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია და რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ორშაბათიდან განახლდება.
„იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს „სინოფარმს“, სასიხარულო ამბავი გვაქვს - მადლობა მინდა გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ, რაც მოგცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ფართო ასორტიმენტით“, - განაცხადა ტიკარაძემ.