საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
„უწყების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სადისპეტჩერო დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სხვადასხვა წელს, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობამდე, ცენტრის ახალი დირექტორი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.