
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ის საქართველოში "რემდესივირის" შემოტანის წინააღმდეგია, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საბოლოო დასკვნის მიხედვით, "რემდესივირი" ეფექტური არ არის.
მისივე თქმით, საჭიროა ქვეყნის მთავრობა და ჩინოვნიკები ჩამოყალიბდნენ, ვინ და რომელია ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო: ამერიკის წამლის სააგენტო თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია?!
“თუ შემოგვაქვს "რემდესივირი" და არაპროფესიონალურ/არაეთიკულ რეკლამას ვუკეთებთ, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ამერიკის წამლის სააგენტო არის “ძლიერი მარეგულირებელი” ჩვენთვის. მაშინ ვაქცინებთან დაკავშირებითაც ასევე მოიქეცით და საქართველოში ავტორიზაცია მიეცით მხოლოდ "ფაიზერს", "მოდერნას" და "ჯონსონი@ჯონსონის" ვაქცინებს (ჩინური ვაქცინები და "ასტრაზენეკა" ამერიკაში დაშვებული არ არის)
თუ თქვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ძლიერი მარეგულირებელი, მაშინ მესმის "ასტრაზენეკას" და ჩინური ვაქცინების დაშვება ქვეყანაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ 2020 წლის ნოემბერშივე თქვა, რომ "რემდესივირი" არაეფექტურია და ერთი თვის წინ საერთოდ ამოიღო კოვიდსამკურნალო პრეპარატების ოფიციალური სიიდან.”- აცხადებს ფხაკაძე.
მისივე განმარტებით, ინდოეთმა, რომელიც არის "რემდესივირის" ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი, 17 მაისის გადაწყვეტილებით, "რემდესივირი" კოვიდმკურნალობის სქემიდან ოფიციალურად ამოიღო.
“გაფიცებთ ლოგიკას, ამას თუ ხედავთ ?! მე ვხედავ არაპროფესიონალიზმს, (წამლის ასეთი რეკლამა, ყველა სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია) ” - აცხადებს ფხაკაძე.
ფხაკაძის განმარტებით , ეს წამალი საქართველოში შემოვიდა კლინიკური კვლევის ფაზის ფარგლებში და ესეც არის ეთიკური გამჭირვალობის საკითხი, თუ რატომ უკეთებს საჯარო მოხელე საჯაროდ რეკლამას სამედიცინო პროდუქტს.
“რა დაინტერესება აქვთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს (ფინანსური/თანამდებობრივი თუ სხვა ?! კორუფცია?! - ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ.
დიახ, გიორგი ფხაკაძე საქართველოში "რემდესივირის" შემოტანის წინააღმდეგია, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საბოლოო დასკვნის მიხედვით, "რემდესივირი" ეფექტური არ არის! მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები !
საქართველოში დებატებში შესვლას არავისთან ვაპირებ. ამისთვის, როგორც მინიმუმ, მეორე მხარეს ჩემი დონის ეთიკური პრინციპები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რეპუტაცია უნდა ჰკონდეს...” - აცხადებს გიორგი ფხაკაძე .