საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა.
საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო, ჯამში, 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს.
მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.
საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანიც Heros | გმირები იყო.