პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯი ერთვება.
ინფორმაცია ამის შესახებ უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუკ-გვერდმა“ გაავრცელა.
ნეტგაზეთს ინფორმაცია დაუდასტურა სააკაშვილის ერთ-ერთმა მოქმედმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმაც.
ჯონ სენდვიჯი 2013-2014 წლებში იკავებდა ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას.