jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ის მოატყუა, რადგან მას უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს. ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა, მისი პოზიციაც საზოგადოებას სწორედ მან გააცნო.
 
ლომჯარის თქმით, მათი ინფორმაციით, არ არსებობს ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ სააკაშვილი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ის გლდანში გადაჰყავდათ. სააკაშვილი აცხადებს, რომ საბოლოოდ ის გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.
745