tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებული იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის გათვლებით საქართველოში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა. პრემიერის განცხადებით, რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩავარდა და ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს.

„მისი მიამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმას, როცა, გახსოვთ, უკვე დაწყებული იყო საუბრები და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გვქონდა პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი იყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში ან დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვით გადაიწია ე.წ. რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ვფიქრობ, არც ერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება და კითხვა აღარ დარჩება, რომ  სააკაშვილის შემოსვლის მიზანი იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს,“- აღნიშნა პრემიერმა. 

171