მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა ტესტი ჩაუტარდა და რეზულტატები გაუარესებულია.
"დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან ყველა პარამეტრი. მინდა გითხრათ, რომ წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთას დადგეს. ზუსტად ვერ გეტყვით, ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. შეიძლება, საგანგაშო სიტუაცია დადგეს 10 წუთის მერე, ან ხვალ, ან ზეგ. გადავწყვიტეთ, რომ დავნიშნოთ შემდეგი კონსილიუმი პარასკევს იმიტომ, რომ უფრო ხშირად დავაკვირდეთ. შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო უკვე 10% მისი წონის, რაც საკმაოდ საშიშია", - განაცხდა ნიკოლოზ ყიფშიძემ.