მთავარი ოლიგარქი არის თავისი ოჯახით, სააკაშვილი, მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც პრეზიდენტს მართავდა – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ ოლიგარქებად მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი გამოაცხადა.
"მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, სააკაშვილი, მისი ბიძა არის ოლიგარქი თემურ ალასანია, რომელიც პრეზიდენტს მართავდა. სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მილიონის ქონება აქვს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილ არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის" თქვა ღარიბაშვილმა თავის წლიურ მოხსენებაში, რომელიც ძირითადად ოპონენტების ლანძღვას, მუქარასა და შეურაცხყოფას დაუთმო.