რუსული ოპოზიციური ტელევიზია „დოჟდი“ [ Дождь] აცხადებს, რომ დროებით წყვეტს მაუწყებლობას.
„ჩვენ გვჭირდება ძალების მოკრება, რათა მოვახერხოთ სუნქთვა და ფიქრი, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით და მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ.
ტელეკომპანიის თანამშრომლებმა 3 მარტს გამოსამშვიდობებელი გადაცემა ერთობლივად წაიყვანეს და მაყურებელს დროებით დაემშვიდობნენ.
„დოჟდი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციულმა სამსახურმა“, Роскомнадзор-მა დაბლოკა ომის გაშუქების გამო.
ჟურნალისტების ნაწილს უსაფრთხოების რისკების გამო რუსეთის დატოვება მოუწია.