global distribution
გარე ავეჯი
ხანძარია ზაპოროჟიეში მდებარე ელექტრო სადგურში. ცეცხლი ევროპის უდიდესი ატომური სადგურის შენობებს დაბომბვის შედეგად მოედო. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ადასტურებს.
 
"რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ატომურ ელექტროსადგურს. ის თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება!" - წერს კულება ტვიტერში.
 
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მეხანძრეები სულ ცოტა ხნის წინ შეუშვეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონეები არ შეცვლილა.
 
ატომურ სადგურთან დაკავშირებულ მოვლენებს აკვირდება თეთრი სახლი. უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც.
 
გამთენიისას სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ბაიდენი რუსულ არმიას მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმა ზაპოროჟიეს ელექტრო სადგურზე.
 
უკრაინის პრეზიდენტმა კი ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ევროპას რუსული ჯარების შესაჩერებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ ისევ მოუწოდა.
 
ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი ისმოდა უკრაინის დედაქალაქში. კიევის მსგავსად განგაშია ვოლინსა და ოდესაში.
 
რუსული ჯარებითაა გარშემორტყმული მარიუპოლი. ქალაქის მერი აცხადებს, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ.
 
სიენენის ინფორმაციით, ხერსონის პორტში სამთავრობო შენობებს რუსები აკონტროლებენ.
 
უკრაინული მხარე ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსების საჰაერო იერიშის შედეგად 33 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება.
 
პენტაგონის ინფორმაციით კი უკრაინაში, საზღვართან ომამდე განლაგებული რუსული ჯარების 90% უკვე შევიდა.
 
 
1001