რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული ნანგრევებიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ამოიყვანეს, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.