ოკუპანტები ბოლო ორი დღეა ზარდიაანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე მუშაობენ და უკანონო ინსტალაციებს აკეთებენ.
პოლიცია მოსახლეობას პერიმეტრთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. სოფელში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვრის მიღმა დამატებითი ტერიტორიები აღმოჩნდეს.
ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განცხადა, რომ ოკუპაცია აქტიურ ფაზაშია შესული და ფორმიანები უკანონო ინსტალაციებს რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში აკეთებენ.
წყარო: მთავარი არხი