მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა ახალი „მერი“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს. ის საკრებულოს დეპუტატია "ოპოზიციური ბლოკიდან", - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "რია მელიტოპოლი" ავრცელებს.
ახალმა „მერმა“ მოსახლეობისადმი უკვე ჩაწერა სატელევიზიო მიმართვა, რა დროსაც განაცხადა, რომ ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა გოსტომელის მერის მკვლელობასა და მელიტოპოლის მერის გატაცებაზე. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნული საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც განიხილა.