რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში ე.წ "სახალხო რესპუბლიკის" შექმნაზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ. ინფორმაციას ურაინულიმედია ავრცელებს.
როგორც ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი წერს, ოკუპანტები ტელეფონით უკავშირდებიან ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატებს და ეკითხებიან მზად არიან თუ არა ისინი დამპყრობლებთან თანამშრომლობისათვის.
საპორტო ქალაქში, სადაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რუსული ტანკები 2 მარტს შევიდნენ და 3 მარტს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.
ხერსონი არის პირველი მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრი, რომელიც რუსული საოკუპაციო ჯარების კონტროლ ქვეშ მოექცა.