რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
"ხანძრის ზონა დაზუსტებულია. ძლიერი კვამლია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ათი ადამიანი, თანამშრომლები და ვიზიტორები ევაკუირებული არიან" - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.