რუსეთში ამჯერად ერთ-ერთ უდიდეს ელექტრომომარაგების ქარხანას გაუჩნდა ცეცხლი. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახალინში, "რუსჰიდროს" მფლობელობაში მყოფი ობიექტი იწვის.
ჯერჯერობით, არ არის ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.