რუსეთმა ქერჩის სრუტეზე გადასასვლელი დახურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში უცხოური გემების გავლა აკრძალა.
„რუსეთის ფედერაციის საზღვაო ადმინისტრაციისგან მიღებული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, აკრძალულია რუსეთის ტერიტორიის გარეთ დატვირთული გემების გავლა ჩრდილოეთით ქერჩის სრუტის გავლით, რომელიც უზრუნველყოფს გადასასვლელს აზოვის ზღვაში", - აცხადებენ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.