რუსეთმა კალინინგრადის რეგიონში ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი სამი თვითმფრინავი განათავსა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამი ერთეული MiG-31, რომელიც "კინჟალის" ზებგერითი რაკეტებითაა აღჭურვილი, კალინინგრადში დღეს განათავსეს. ამის მიზეზად კი ოკუპანტი ქვეყანა "სტრატეგიული შეკავების დამატებით ზომებს" ასახელებს.
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენები მთელი დღის განმავლობაში იმორიგევებენ.