სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” 45,2%-ით ლიდერობს, კომუნისტურ პარტიას 21% აქვს, “ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას” — 8,7%.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უბნების 8,89%-ის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნა პირველადი შედეგები, რომლის მიხედვითაც “ერთიან რუსეთს” 38,51% აქვს, “კომუნისტურ პარტიას” — 25,19%, “ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას” 9,61, ხოლო “სამართლიან რუსეთს” — 6,68%. წინასწარი მონაცემებიხ 5%-იანი ბარიერი გადალახა “ფაბერლიკის” მფლობელ ალექსეი ნეჩაევის პარტია “ახალმა ხალხმაც”.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებმა სტარტი 17 სექტემბერს აიღო, და ნავალნის საარჩევნო აპლიკაცია გაქრა Apple-ისა და Google-ის საინტერნეტო მაღაზიებიდან. ნავალნის მოკავშირეები ამას ცენზურად და ზეწოლაზე დამორჩილებად მიიჩნევენ. Telegram-მაც მოხსნა Smart Voting-ის ბოტი, და განაცხადა, რომ კომპანია "შეზღუდავს საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებული ბოტების მუშაობას".